მიმდინარე წლის 12 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის "დაბრუნება ფესვებთან" პასუხად სკოლას ეწვია კურსდამთავრებული, თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერის პირველი მოადგილე ბატ. მერაბ მეშველიანი, მერის მოადგილე განათლების, კულტურისა და სოციალური საკითხების დარგში ბატონი დავით გორდელაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონ აკაკი ბობოხიძის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი ლევან კირკიტაძე, სტუმრები დაესწრნენ დავით აღმაშენებლისადმი მიძღნილი კვირეულის დასკვნით საღამოს მეხუთე კლასში (დამრიგებელი – კობა მელაძე). სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ბატონმა მერაბ მეშველიანმა გარდა სკოლისადმი პირადი შემოწირულობისა, მშობლებს, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიურ კოლექტივს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მიმდინარე სკოლების სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციისა და მოწყობის პროექტის ფარგლებში ჩვენი სკოლის სპორტული დარბაზიც მოეწყობა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, რისთვისაც ქ. ქუთაისის მერიამ და საკრებულომ 300 000 ლარი გაითვალისწინა.
|