"22 აპრილი დედამიწის დღეა", ამ დევიზით რამოდენიმე ღონისძიება ჩატარდა
37–ე საჯარო სკოლაში. II კლასში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი "ღონისძიება–კონკურსი".
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ბავშვებმა ისაუბრეს წყაროსა და ბალახის, ტყისა და ბუნების მნიშვნელობაზე. სკოლაში დაბრუნებულებმა დარგეს ნერგი და განაცხადეს:
"დაგვითმეთ ბავშვებს დედამიწა, ერთი დღით თუნდაც
დასთმეთ ათასფრად მოხატული ეს დიდი ბურთი,
ჩვენ კი ვიმღერებთ, ვითამაშებთ რამდენიც გვინდა
და ვილაღობებთ ჩართულები ვარსკვლავთა გუნდში."
ბავშვებმა ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზო. წარმოადგინეს დედამიწა თავისი ზღვებით, ოკეანეებით, მშვენიერი ტყეებით, გაუვალი ჯუნგლებით, მზისგან გადაბუგული უდაბნოებით და თვალუწვდენელი მწვანე ველებით, მისი დიდი და პატარა ქალაქებით და სოფლებით.
ამ დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიებები დააგვირგვინა მეხუთე კლასში გამართულმა ღონისძიებამ
(მასწ. მ. კინწურაშვილი).